სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს ცარიელი სიმრავლე ცდილობს დააჯეროს ხალხი, რომ ქვეყანა ინგრევა" - ივანიშვილი მედიასა და მესამე სექტორზე საუბრობს

პარტიის თავმჯდომარის რანგში პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა თანაგუნდელებს და ყრილობის დელეგატებს მიმართა.

ივანიშვილმა თავის მოხსენებაში ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა. პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად ხელოვნურად დამძიმებული ფონი დაასახელა.

მისი განცხადებით, მედია მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას აშუქებს და საზოგადოებაში უიმედობას აჩენს. ივანიშვილმა ხელისუფლებასაც უსაყვედურა, რადგან ისსაინფორმაციო იერიშსსათანადოდ ვერ დაუპირისპირდა.

რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები ტყუილის წარმოების კონვეინერში ჩართული პოლიტიკოსები და .. ექსპერტები მიზანდასახულად ნერგავენ უიმედობის სასოწარკვეთილებისა და შიშის ატმოსფეროს.

"ეს ცარიელი სიმრავლე ცდილობს დააჯეროს ხალხი, რომ ქვეყანა ინგრევა, ლამის აპოკალიფსი მოახლოვდა და ყოველივე ეს არის ამ ხელისუფლების საქმიანობის შედეგი, რომელიც თითქოს არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ცხადია, ეს ბრალდებები არცერთი, მეტ-ნაკლებად, სანდო და დასაბუთებული არგუმენტით არ არის გამყარებული, თუმცა, შეჭირვებული და სიდუხჭირით დაღლილი ადამიანები ამ ოსტატურად შეფუთულ ტყუილებს იჯერებენ. გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოში მიმდინარეობს არნახული საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე.

"დამკვიდრდა ერთგვარი სტანდარტი, რომლის თანახმადაც ფაქტს ახალი ამბის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს. სამწუხაროდ, ამ ნეგატიურმა ტრენდმა საყოველთაო ხასიათი მიიღო და უნდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებამაც სათანადოდ ვერ უპასუხა ამ გამოწვევას“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100