სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩო ახალაიას ადვოკატი: „დაკავების ასეთი აბსურდული მიზეზი პირველად მესმის...“

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატის დავით დეკანოიძის განცხადებით, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დაკავებული ბაჩო ახალაია მოდულის შენობაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ჯერ არ წაყენებია. როგორც მან მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვის დასრულებისა და დაკავების შემდეგ განაცხადა, საფუძველი, რის გამოც ძიება იყო დაწყებული, აშკარად აბსურდულია:

„მოწმის სახით დაიკითხა და დაკავებულ იქნა ამჟამად. დაკავების მიზეზი უფლებამოსილების გადამეტება გახლავთ, რაც თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდში რამდენიმე გათავისუფლებული თანამშრომლის რამდენიმე პირის თანდასწრებით შეურაცხყოფას ეხება. დაკავების ამის მსგავსი, აბსურდული მიზეზი მთელი ჩემი საადვოკატო კარიერის მანძილზე პირველად მესმის", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ახალაიას ბრალი წაყენებული აქვს 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს:

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა დასმულ კითხვას გასცა პასუხი. სასჯელაღსრულების სამინისტროსზე არანაირი კითხვა არ ყოფილა. ბრალს ოფიციალურად ალბათ ხვალ ან ზეგ წაუყენებენ. საქმის გამოძიება გუშინ დაიწყო, დღეს კი ის დააკავეს. ამ ეტაპზე კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა არ ხდება, ვინაიდან ბრალი ჯერ არ აქვს წაყენებული", - დასძინა მან. ბაჩო ახალაიასთვის ბრალის წაყენების შემდეგ სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

ბაჩო ახალაიას დაკავებას უკვე მოჰყვა კომენტარები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა მხრიდან. ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრის ბაჩო ახალაიას დაკავება პოლიტიკური შურისძიებაა, იმ საქმის გამო, რომელიც ალასანიას ზუგდიდში მაჟორიტარულ არჩევნებში დამარცხებით როლანდ ახალაიამ აწვნია:

„ეს არის უსამართლობა ამ ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ნამდვლი აღმოჩენა 333 მუხლი, თანამდებობის გადამეტება, რომელიც წაყენებულია შს ყოფილი მინისტრის მიმართ.

333-ე მუხლი დიქტატორულ ქვეყნებში გამოიყენება და ეს მუხლი არის კლასიკა იმისა, როდსაც ბრალდებას არაფერი აქვს სათქმლი, არ აქვს მტკიცებულება და სამხილი. მე ამას პოლიტიკურ ანგარიშს ვუკავშირებ, ერთის მხრივ საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულ ბიძინა ივანიშვილის და ასევე, ირაკლი ალასანიას მხრიდან. ეს არის პოლიტიკური შურისძიება“, - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით კი, მუხლი, რომელიც გამოძიებამ დაკავებისთვის ბაჩო ახალაიას მიმართ გამოიყენა სასაცილოა და ეს ნიშნავს იმას, რომ მათ დაკავების არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ. „თუ ბაჩო ახალაია დამნაშავეა, მაშინ მეც დამაშავე ვარ და მეც დამჭირონ"! -ამის შესახებ, მინაშვილმა ბაჩო ახალაიას დაკავების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.:

„პირველ რიგში, ეს არის მშიშარა ადამიანების საქციელი. მათ შეეშინდათ, რომ მართალი ადამიანი, ბაჩო ახალაია საქართელოში დაბრუნდა. გუშინ დაიწყეს გამოძიება, როგორც თქვა ადვოკატმა და ნახეთ თუ რა სასაცილო საფუძველზე იყო საუბარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს მშიშარა ადამიანების საქციელია. თუ ბაჩო ახალაია დამნაშავეა, მაშინ მეც დამაშავე ვარ და მეც დამჭირონ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამ დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად უუნაროები და მშიშრები არიან.

გუშინ, როდესაც ბაჩო ახალაია დაბრუნდა და თქვა, ნებისმიერ კითხვას გავცემ პასუხსო, ისინი დაფრთხენ, დაიბნენ და დღეს ვითომ, რაღაცის შეკრება მოახერხეს და სასაცილო საფუძვლებზე ადამიანი დააკავეს, მაგრამ ბუნებრივია მათ ეს უკან შეუტრიალდებათ.

ის მუხლი, რომელიც გამოყენებულია, არის სასაცილო და ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არავითარი საფუძველი არა აქვთ. ისინი დიდი ხანია საუბრობენ ადამიანის წამებაზე, მასიურ კორუფციაზე და დიდი ხანია საუბრობენ, რომ ბაჩო ახალაია გაიქცა საქართველოდან.

ყველა ეს მითი დაიმსხვრა, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც ის საქართველოში ჩამოვიდა. დღევანდელი დღის შემდეგ კი გაირკვა, რომ ბაჩო ახალაია არც კორუმპირებული ადამიანია და არც ადამიანებს აწამებდა",– განაცხადა მინაშვილმა.

უმცირესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი მარიამ საჯაია შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილის მინისტრის ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტს ეხმაურება და მომხდარს უმრავლესობის მხრიდან წინასაარჩევნო დანაპირებების შესრულების ნაცვლად დადგმულ შოუს უწოდებს.

„ვერ ასრულებენ სოციალურ დაპირებებს და პოლიტიკურ შოუს გვთავაზობენ" - წერს საკუთარი „ფეისბუქის" გვერდზე საჯაია.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ერთ-ერთი კითხვა ბაჩო ახალაიას მიმართ ამგვარად იყო ჩამოყალიბებული:

„თლიდით თუ არა ვაშლს დანით, როცა თანამშრომელს ათავისუფლებდით?“

"frontnews.ge"-ს მიხედვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100