სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“მკვლელმა დაურეკა ჩემს დას და უთხრა, ხომ გაგამწარეთ? შენი დისშვილი ეზოში აგდიაო” – რას ჰყვება იმ ბიჭის დედა, რომელიც დეიდის მევალემ მოკლა

“სხვა ნანუკას” სტუმარი, დაახლოებით თვენახევრის წინ მოკლული 26 წლის ახალგაზრდის დედა მაია კალანდაძე იყო. მისი თქმით, ვაჟი დეიდის ვალების გამო მოუკლეს.

მკვლელობა ჩოხატაურში მოხდა. ბიჭი რეგიონში კორონავირუსის პანდემიის დროს იმყოფებოდა. მკვლელმა კი სოფელში ჩააკითხა და საკუთარ ეზოში მოკლა.

“ჩემს დას და მკვლელს ჰქონდათ ბიზნესი, პირველად ჩადეს სახლი, იმუშავეს. გადაიხადა ეს თანხა. მეორედაც გვთხოვეს სახლის ჩადება, ჩემი მეუღლე იმ დროს ისრაელში მიდიოდა, მინდობილობა და 6000 დოლარი მომცა, ეს თანხა მივეცი ჩემს დას. ჩემმა შვილმა არც იცოდა სახლი ჩადებული თუ იყო. ათული დილით მაღაზიაში წავიდა, პროდუქტები შეიძინა და ამის შემდეგ მომიკლეს საკუთარ ეზოში.

მკვლელმა კი დაურეკა ჩემს დას და უთხრა, ხომ გაგამწარეთ? შენი დისშვილი ეზოში აგდიაო” – ყვება მაია კალანდაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100