სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

" ლელოს" ღონისძიებას რუსთავში რამდენიმე ათასი მხარდამჭერი დაესწრო, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეს პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეხვედრა იყო.

ღონისძიებაზე შეკრებილებს “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ საავადმყოფოდან მიმართა.

მოსახლეობას სიტყვით მიმართეს “ლელოს” ლიდერებმა, ბადრი ჯაფარიძემ, ლანა გალდავამ, თაზო დათუნაშვილმა და ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამ.

“საქართველოში ფუნდამენტური ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რასაც „სუფთა ხელები“ სჭირდება ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

“ჩვენ უნდა დავაფორმიროთ კოალიციური მთავრობა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა 21-ე საუკუნის საქართველოში. “ლელოს ახალი მარშალის გეგმა” არის საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა, ეს შეეხება ყველა სფეროს - განათლებას, ჯანდაცვას, ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მომავალს, ეკონომიკას, სამართალს. ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებები, ფუნდამენტურ ცვლილებებს კი სჭირდება ისეთი ხალხი, რომელიც “ლელოს“ გარშემოა შემოკრებილი, ფუნდამენტურ ცვლილებებს სჭირდება სუფთა ხელები, წრფელი გული, რწმენა, რომ შენი ქვეყანა გიყვარს,”-განაცახადა მამუკა ხაზარაძემ.

“მიხარია და ამაყი ვარ, რომ მე წარმოვადგენ თქვენს ხმას”-ამ სიტყვებით მიმართა საკუთარი ოლქის მაცხოვრებლებს გრიგოლ გეგელიამ.

“მე მაქვს პატივი, რომ ვიყო პოლიტიკისგან გაჯავრებული ადამიანების ხმა და იმედი. მე ამაყი ვარ რომ ვიბრძვი ჩვენი და თქვენი მომავლისთვის, საერთო გამარჯვებისთვის. ჩვენი პარტია იბრძვის ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად, შრომის უფლებების დასაცავად და იმისთვის რაც ყველა რუსთაველისა და გარდაბნელის უფლებაა. ჩვენ ამ ქალაქის მოსახლეობას მივცემთ ჯანსაღი ცხოვრების სტიმულს
და გავაძლიერებთ სოციალურად,”-განაცახადა გრიგოლ გეგელიამ.

მოსახლეობას მიმართა “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ და მათ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით ქვეყნის უკეთესობისკენ შესაცვლელად თითოეული მოქალაქის ხმა გადამწყვეტია.

“მნიშვნელოვან დღემდე, 31 ოქტომბრამდე და “ლელომ” მოახერხა ის რაც ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო. ჩვენმა გუნდმა მოკლე ვადაში მოახერხა რომ წარმოჩენილიყო როგორც ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალა. მოახერხა და შეძლო შეექმნა ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის და მისი აღმშენებლობის გეგმა. ჩვენ არა მარტო გეგმა გვაქვს, არამედ გვყავს გუნდი რომელსაც შეუძლია მისი განხორციელება. არცერთი დღე არ გვაქვს დასაკარგი ამიტომ არჩევნების მეორე დღიდანვე უნდა დავიწყოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. რაც მთავარია ჩვენს ქვეყანას დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია როგორც რეგიონის ფლაგმანის,”- განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100