როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
23 სექტემბერს ქუთაისში წვიმა და +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა. მესტიაში წვიმა და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა. +23 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმას პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. გორში იწვიმებს. +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს. ლაგოდეხშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე და +21 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თბილისშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.
კომენტარი