ოთო კახიძე პოლიციაში დაიბარეს
ოთარ კახიძე პოლიციაში დაიბარეს. „ევროპული საქართველოს“ წევრი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
"ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებულ აქციაზე "არა რუსულ ფაშიზმს", ოთარ კახიძე იარაღით იმყოფებოდა.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოკითხვის შემდეგ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგება, რომელიც სასამართლოში იქნება წარდგენილი და სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
კომენტარი