სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შვედეთის მიერ ორბანის კრიტიკის გამო, უნგრეთის საგარეო უწყებაში ელჩი დაიბარეს

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებების მიმართ შვედეთის პრემიერის მიერ გამოთქმული კრიტიკის შემდეგ, უნგრეთში შვედეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

პიტერ სიიარტოს თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ, დღის მეორე ნახევარში შვედეთის ელჩი მთავრობის პოზიციის გასარკვევად დაიბარა და სთხოვა, რომ შვედეთის ოფიციალურმა პირებმა მსგავსი კომენტარებისგან მომავალში თავი შეიკავონ.

ვიქტორ ორბანის განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში არჩევნები იყო "თავისუფალი და დემოკრატიული", შვედეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ორბანი არ საუბრობს ევროპის ქვეყნების ან შვედეთის სახელით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100