რე|ბანკი Tbilisi Mural Fest-ის სპონსორია
17-25 სექტემბერს, თბილისისა და ბერლინის მერიების ინიციატივით, თბილისში პირველად ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი TBILISI MURAL FEST, რომლის ფარგლებშიც სტრიტ არტის საერთაშორისო ვარსკვლავების მიერ მოიხატება ქალაქის 10 კედელი.
წლევანდელი ფესტივალის ფოკუსი ბერლინელ მხატვრებზეა, თუმცა მათთან ერთად, ქალაქს მოხატავენ სხვა ევროპელი, მათ შორის ქართველი მხატვრებიც.
ფესტივალის მსვლელობისას გაიმართება შეხვედრები მხატვრებთან, ღია ვორქშოპი და პოდიუმის დისკუსია ქუჩის მხატვრობის და ურბანული განვითარების შესახებ.
„მოხარული ვართ, რომ ასეთ საინტერესო პროექტის მხარდამჭერია რე|ბანკი. ეს ერთ-ერთი პირველი აქტივობაა პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, რე|ბანკის, მხრიდან და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც შევძლებთ სასარგებლო და გამორჩეულ პროექტებს დაფინანსებას“ - ანანო ქორქია, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი.
25 სექტემბერს კი, ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ, გაიმართება ფესტივალის დახურვისადმი მიძღვნილი ელექტრონული მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს KORDZ-ი.
LINE UP:
CASE MACLAIM
QUINTE55ENZ
INNERFIELDS
EL BOCHO
MUSYA
COLLIN VAN DER SLUIJS
KERA
SNYDER
LUKA JAPARIDZE & V45
HRVB
ფესტივალის ფეისბუქ გვერდი https://www.facebook.com/TbilisiMuralFest/
საკონტაქტო ინფორმაცია:
TBILISI MURAL FEST | [email protected] | 599 33 33 22
კომენტარი