სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე დადასტურდა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მეცნიერულად

რამდენიმე წლის წინათ ურწმუნო რუსმა მეცნიერმა-ანდრეი ვოლკოვმა- ის გააკეთა, რაც არასოდეს არავის უქნია-უფლის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლამდე კეისით აპარატურა შეაპარა. ვოლკოვი ატომური ენერგიების სპეციალისტი გახლდათ და ასე ფიქრობდა: თუკი ცეცხლი ზებუნებრივია, მაშინ მისი თანმხლები ველების გამოტყორცნას აპარატურა დააფიქსირებს, თუ არადა, რეაქცია არ ექნებაო.
და აი ,6 საათი ლოდინის შემდეგ ტაძარში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა- უწმიდესი პატრიარქი ცეცხლისათვის განმარტოვდა. მოხდა სასწაული- ვოლკოვმა ცეცხლის გადმოსვლის შესახებ ყველა იქ მყოფზე ადრე შეიტყო- უფრო ადრე, ვიდრე პატრიარქი მას გამოაბრძანებდა: ხელსაწყოები ლამის "ჭკუიდან გადავიდნენ" ელექტრომაგნიტური გამოსხივების ინტენსივობისაგან... მეცნიერი დღეს სულ სხვაგვარად "ჭიკჭიკებს" და თვლის, რომ ეს ცეცხლი ღვთიური სასწაულის მატერიალიზაციაა. მისი აზრით, ეს ექსპერიმენტიც " ზემოდან" დაუშვეს, რათა ურწმუნოს მერე საკუთარი ბაგეებით უფალი ედიდებინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100