სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Apple–ი და Facebook–ი Google–თან საბრძოლველად ერთობლივ პროდუქტს უშვებენ

Facebook–ი და Apple–ი ახალი ერთობლივი პროდუქტის წარმოდგენისთვის ემზადებიან. ესაა სოციალური ქსელის Facebook–ის დამატება პლანშეტური კომპიუტერ iPad–ისთვის. ახალი პროგრამის ამუშავების მთავარი მიზეზი ინტერნეტ–გიგანტ Google–ისა და სოციალურ ქსელ Google+ სთვის, ასევე პლატფორმა Android–ისთვის კონკურენციის გაწევაა.

მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონის ბოლო მოდელი ოქტომბერში გამოვა. Apple–ისა და Facebook–ის ერთობლივი პრეზენტაცია შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ კომპანიებმა პარტნიორობა გააფორმეს, რომლის შედეგიც Facebook–ის საოპერაციო სისტემა Ios–თან ინტეგრაციაა.

iPad–ის გამოშვების მომენტიდან გასული წელიწად–ნახევრის განმავლობაში Facebook–ს ამ პლანშეტური კომპიუტერისთვის პროგრამა არ გამოუშვია. მისი მომხმარებელი iPhone–ისთვის განკუთვნილ ვერსიას იყენებს, მაგრამ ის ეკრანის სივრცეს არაოპტიმალურად ითვისებს. Twitter–ის გარდა, პლანშეტისთვის დამატება არც სხვა სოციალურ ქსელებს აქვთ. გასულ წელს Apple–სა და Facebook–ს შორის წინააღმდეგობები წარმოიქმნა. Apple–მა ვერ შეძლო სოციალურ გიგანტთან მოლაპარაკება საკუთარი სოციალური ქსელის iTunes Ping–ს ინტეგრაციასთან დაკავშირებით. შედეგად Facebook–ის ადმინისტრაციამ Ping–თან ურთიერთქმედება დაბლოკა. Google–ი ამ ორი კომპანიის მთავარი კონკურენტია და ის თავადაც აქტიურად ავითარებს საკუთარ მობილურ პროდუქტებს.

მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Google–ი ახალი ამბების დამატებაზე Propeller–ზე მუშაობს, რომლის საშუალებითაც პლანშეტური კომპიუტერების მფლობელები სხვადასხვა საინფორმაციო მასალებს მიიღებენ სოციალურ ქსელებში მათი აქტივობის, საძიებო სიტყვებისა და სხვა ფაქტორების მიხედვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100