სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საცხოვრებელ კომპლექსში „m2 თამარაშვილზე“ ევაკუაციის სიმულაცია ჩატარდება

დეველოპერული კომპანია m2-ისა და გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩატარდება ევაკუაციის სიმულაცია (მიწისძვრის და მის შედეგად გამოწვეული ხანძრის დროს), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კომპლექსის „m2 თამარაშვილზე“ მაცხოვრებლები.

სიმულაციაში ჩაერთვებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის საააგენტოს, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით.

m² -სა და ASB -ს შორის ურთიერთთანამშრომლობა მიმართულია დეველოპერული კომპანიის კონკრეტულ კომპლექსში საპილოტე პროექტის განხორციელებაზე, რაც მოიცავს კატასტროფის რისკის მართვისთვის პროგრამით განსაზღვრულ აქტივობებს: ტრენინგების ჩატარება, საგანმანათლებლო მასალების გავრცელება მობინადრეებისთვის, კატასტროფის რისკის მართვის პრაქტიკული აქტივობები სიმულაციის სახით, m² - ის თანამშრომელთა გადამზადება და სპეციალური უსაფრთხოების შტაბის ფორმირება. მნიშვნელოვანია, რომ კატასტროფის რიკის მართვის პროგრამა ითვალისწინებს ინკლუზიურ მიდგომას.

პროექტი ხორცილდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ, ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის ფინანსური მხარდაჭერით, DIPECHO IV ფაზის მიმდინარე პროექტის „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ ფარგლებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100