სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

,,ელიტ ელექტრონიქსის’’ შემოწმების დეტალები ხდება ცნობილი

პრესა.ჯი“-სთვის კომპანია ,,ელიტ ელექტრონიქსის’’ შემოწმების დეტალები გახდა ცნობილი. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიას საგადასახადო შემოწმების შედეგად 2007წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადების და საურავის სახით ჯამში 6 მილიონ 225 ათას 339 ლარი დაეკისრა. ამ პერიოდში კი კომპანიას ანზორ ქოქოლაძე მართავდა. ცნობილია, რომ კომპანიამ დარიცხული თანხა შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში გაასაჩივრა, რის შემდეგაც საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და “ელიტ ელექტრონიქსისთვის” დაკისრებულ თანხას 2 მილიონ 491 ათას 124 ლარი გამოაკლო. ამასთან, კომპანიას დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება გადასახდელი თანხის თავიდან დაანგარიშება. ცნობისთვის, ,,ელიტ ელექტრონიქსს’’ ბანკების მიმართ რამდენიმე მილიონი დავალიანება აქვს და რამდენიმე წელია რეაბილიტაციის რეჟიმში მუშაობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100