სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაპარაცების ახალი სამიზნე: ანა კურნიკოვას... მუცელი

იმის დასადგენად, ბოლოს და ბოლოს, არის თუ არა ორსულად ანა კურნიკოვა ენრიკე იგლესიასისგან, გვირილის ფოთლების გაპუტვა საქმეს რომ არ შველის, დასავლელმა პაპარაცებმა კარგად იციან, ამიტომაც ანა კურნიკოვას მუცელზე ფოტონადირობაა გამოცხადებული: პაპარაცები ფოტოებს იღებენ, მერე კი ნახევარი მსოფლიო იმაზე მსჯელობს, არის თუ არა ანა კურნიკოვას სხეულის ეს ნაწილი (აღარ დავწერ სახელს, ემანდ, ერთი ასო არ შემეშალოს) ამობურცული.

ვისთვის არის – ვისთვის არა. და რახან წყვილი ამის შესახებ არაფერს ამბობს, ექსპერტები, დერმატოლოგები, საქმიანები და უსაქმურები ფოტოებს დასჩერებიან, კურნიკოვას ადრინდელ ფოტოებს ადარებენ და გაუთავებლად მსჯელობენ.

ერთ–ერთმა პაპარაცმა, რომელსაც ყველაზე მეტად გაუმართლა, წყვილი ერთ ეგზოტიკურ კუნძულზე დასვენების დროს, იახტაზე გამოიჭირა და ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ახლა იმაზე ახმაურდნენ, მოუნდებოდა თუ არა ენრიკე იგლესიასს კურნიკოვას მუცელზე (ოჰ, ეს ერთი ასო!!!) კოცნა, დარწმუნებული რომ არ იყოს იქ მათი პირმშოს ყოფნაში.

ასეა თუ ისე, კურნიკოვას ორსულობის დამადასტურებელი ჯერჯერობით ამ ფოტოებზე მეტი არგუმენტი არაფერი არსებობს, განჭვრიტეთ და თავად დაასკვენით, რამდენად ნაყოფიერად „იმუშავა“ენრიკე იგლესიასმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100