სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული პოლიტიკური ანეკდოტები პუტინსა და დუმის წევრებზე

საქართველოში ყინვიანი თებერვალი გვიდგას. ალბათ ასეთმა ზამთარმა თუ ათქმევინა გალაკტიონს: „როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!“

რუსეთშიც ცივა. მაგრამ რუსეთში დღეისათვის კარგად იციან – ზამთარს თუ გადაურჩნენ, მადლობა პრეზიდენტს უნდა მიაგონ და ამიტომაც უმღერიან ხმაშეწყობილად: „უიდიოტ ზიმა, ნასტუპიტ ლეტო – სპასიბო პუტინუ ზა ეტო!“ ოღონდ, ეს უკვე დაცინვით – სიმღერას პუტინზე დღეს უკვე „ჩასტუშკის“ ხმიანობა აქვს. უკვე სერიოზულად აღარ აღიქვამენ პრეზიდენტს. ერთი ნაბიჯია სიდიადიდან სასაცილომდე და ეს ნაბიჯი პუტინმა თვითონ გადადგა, როცა ვერ მოზომა მანძილი ხელახალ პრეზიდენტობამდე. დღეს უკვე ანეგდოტებსაც თავისუფლად ჰყვებიან მამა–მარჩენალზე, კარიკატურებსაც ხატავენ. სადაც პრეზიდენტზე – იქაც სხვა პოლიტიკოსებზე და, განსაკუთრებით, დიმიტრი მედვედევზე. ქვემოთ გთავაზობთ თანამედროვე პოლიტიკურ ანეკდოტებს, გადმოქართულებულს რუსული საიტებიდან:

*****

პატარა ვოვოჩკას მასწავლებელი ეკითხება:

-ვოვოჩკა, გიყვარს ჩვენი პრეზიდენტი?

-დიახ, მარივანნა, მიყვარს, როგორც საკუთარი მშობლები!

-ჰოო? რატომ, როგორც მშობლები?

-იმიტომ, მარივანნა, რომ პრეზიდენტს, ისევე, როგორც მშობლებს, არ ირჩევენ!

*****

ვოვოჩკას ეკითხებიან:

-ვოვოჩკა, რას გააკეთებდი, პრეზიდენტად რომ დაენიშნეთ?

-რას და დიმას დავნიშნავდი პრემიერად, და მერე რომ არ სწყენოდა, მე და ის ყოველ წელს შევიცვლიდით ხოლმე ადგილებს!

*****

დიმიტრი მედვედევი ღამღამობით ხედავს ერთსა და იმავე კოშმარულ სიზმარს, რომ ვლადიმერ ვლადიმერის ძეს მთელი თვეა, რაც არ დაურეკავს!

*****

მედვედევი პუტინის შემდეგ ისეა, როგორც ლუდი არაყის შემდეგ...

ამიტომ, იქნებ უმჯობესი იყოს ისევ არაყზე გადასვლა?

სჯობს ჭკუას მოეგოს ადამიანი და დაანებოს სმას თავი!

*****

2015 წელია. მორიგი დარბაზობის შემდეგ, წინა დღით ნასმურევი პუტინი და მედვედევი იღვიძებენ. პუტინი ეკითხება:

-დიმა, ხომ არ გახსოვს, დღეს რომელი ვართ პრეზიდენტი და რომელი – პრემიერ–მინისტრი?

-რა მნიშვნელობა აქვს...თუ გინდა, პრემიერ–მინისტრი დღეს მე ვიქნები!

-ჰოდა, ძალიან კარგი; რაკი აღმასრულებელი ხელისუფლება შენა ხარ, ლუდისთვის შენ გაიქცევი!

*****

– რატომ გამოდიან რუსი მოხელეები და პოლიტიკოსები პროსტიტუციის ლეგალიზაციის წინააღმდეგ?

– კონკურენციას ერიდებიან!

*****

-რატომ გახდა თეატრი ასეთი უსახური?

-იმიტომ რომ ყველა ცნობილი სახე პოლიტიკაში გადაბარგდა

*****

- რა საერთოა რუსეთის პოლიტიკოსსა და სპერმატოზოიდს შორის?

-ერთსაც და მეორესაც ადამიანად ქცევის მხოლოდ ერთი შანსი აქვს მილიონიდან!

*****

„დუმაში“ განსახილველად შეტანილია კონსტიტუციის პროექტი, რომელიც შეიცავს მხოლდ ორ პუნქტს: 1. არა კაც ჰკლა, 2. არა იპარო.

დუმა მუშაობს შესწორებებზე.

*****

რუსეთის დუმის დეპუტატს ეკითხებიან:

-როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

-თქვენ მხედველობაში გაქვთ „დუმაში“, თუ საერთოდ?

*****

ერთ ადამიანს, რომელსაც ძალიან სურდა „დუმის“ დეპუტატობა, ჰკითხეს:

– რას იზამ, დეპუტატი რომ გახდე?

– ეგ არ მადარდებს, მე ის მაწუხებს, რა უნდა ვქნა, დეპუტატი რომ ვერ გავხდე!

*****

რუსი ოლიგარქი მოდის სახლში და მოულოდნელად თავში ხვდება ჯერ ქვაბი, მერე ტაფა... გამწარებული ოლიგარქი ყვირის:

ძვირფასო, რა მოხდა?

კიდევ რომ მეკითხება, რა მოხდაო! ნახე რას წერენ ჟურნალში – შენი კაპიტალი 60 მილიარდი დოლარი ყოფილა; რა უყავი, შე უსინდისო, სამი მილიარდი?

*****

რუსეთში „მილიციელის ძაღლს“ სახელი გადაარქვეს და უწოდეს „პოლიციელის ძაღლი“; თუმცა, რა ძაღლიც იყო, იმ ძაღლადვე დარჩა.

*****

ბუშმა და პუტინმა მოილაპარაკეს, ერთმანეთზე შარჟი დაეხატათ.

ჯერ პუტინმა უჩვენა თავისი სურათი – მან ბუში გამოსახა კოვბოური შლაპით, კოვბოურ ჩექმებში: ერთი ფეხით ერაყში დგას, მეორით – ავღანეთში და შუაში – ირანს აფსამს. გაიცინეს. ბუშს მოეწონა. ახლა ბუშმა უჩვენა თავისი შემოქმედება. მან პუტინი დახატა დიდძუძუებიანი ქალის სახით.

ერთ ძუძუს წოვს უფრო მოზრდილი სახის ბავშვი, გრიზლოვის გარეგნობით და „ედინაია როსიას“ ემბლემით, ხოლო მეორეს – მთლად ნორჩი, მირონოვის სახით და „სპრავედლივაია როსიას“ ემბლემით. პუტინს არ მოეწონა და ეკითხება:– კი, მაგრამ, რუსეთში რომ ბევრი პარტიებია, დანარჩენები სად არიან?

ბუში პასუხობს: – მე უბრალოდ მეუხერხულა, დამეხატა, რას წოვენ დანარჩენი პარტიები!

*****

-ჰოლმს, უკანასკნელ ცნობებში გამოაცხადეს, რომ ვენესუელა რუსეთს გაუგზავნის ბანანებს, „ჟიგულების“ სანაცვლოდ!

-უოტსონ, სულ გამოჩერჩეტდნენ ეს აბორიგენები! თავის დროზე ინგლისი მაგათ მძივებს მაინც სთავაზობდა!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100