სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გრიგოლ ვაშაძის შვილი ვერ მიიღებს ვერანაირ დებატებში მონაწილეობას. ვაშაძისთვის ეს უმძიმესი თემაა, იციან ქოცებმა და ამიტომაც “დაარტყეს” ადამიანურად სუსტ ადგილას"

ნანუკა ჟორჟოლიანი, სალომე ზურაბიშვილის შვილისგან გრიგოლ ვაშაძის შვილის დებატებში გამოწვევას ასე ეხმაურება:
"გრიგოლ ვაშაძის შვილი ვერ მიიღებს ვერანაირ დებატებში მონაწილეობას. ჩემი მხრიდან მიზებზე საუბარი იქნება უკიდურესად არასწორი. მაგრამ ნიკამ იცის ეს მიზეზები და ისიც, რომ ვაშაძისთვის ეს უმძიმესი თემაა. ისევე როგორც იციან ქოცებმა და ამიტომაც “დაარტყეს” ადამიანურად სუსტ ადგილას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს. მეც ძალიან გავრბაზრდი, როცა მივხვდი სად ისროდა ქვებს ზურაბიშვილის ბიჭი. ამიტომაც არ მიკვირს ნიკას გუშინდელი რეაქცია. მე, უარესი მქონდა და ვინც მიზეზს გაიგებთ, კიდევ უფრო უარესი გექნებათ. თორემ, სხვის პირადზე რომ არ უნდა ვილაპარაკოთ, ვინ და გვარამიამ იცის, რომელსაც ნახევარქათამას სარეკლამო და მუსიკალურ კლიპებში ეძანიან. ნიკას ორივე შვილი ზუსტად ისე უყურებს ამბავს “ნახევარქათამა” მამაზე, როგორც სალომე მის შვილს უყურებდა, როცა ვაშაძის ბიჭს “დოღზე” ითხოვდა მაგრამ პროტესტი არ გასჩენია. არც ქალური, არც დედური.

იქნებ, ერთხელაც ისე გავბრაზდეთ რომ ერთმანეთის პირადი სივრცეები წინასაარჩევნოდ კი არა, საერთოდ დავივიწყოთ, ოღონდ ყველამ.ორივე მხარემ"- წერს ტელეწამყვანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100