სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვიცნობ ამ ქალს, ჩემთან მუშაობდა დამლაგებლად, მარშუტკის ფული არ ჰქონდა" - ნახეთ რას წერენ "სტოპ ხამის" გახმაურებულ ვიდეოზე

გადაცემა "სტოპ ხამმა" გუშინ ახალი ეპიზოდი გამოაქვეყნა. ქალბატონმა, რომელმაც ავტომობილი ზებრაზე დააპარკინგა, გადაცემის წამყვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვიდეოს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების უმრავლესობა ქალს აკრიტიკებდა, ნაწილი კი თვლის, რომ დადგმული სცენა იყო.

"იმდენი ადამიანი აგინებდა ამ სტოპ ხამის ბიჭს, გადაწყვიტეს ისეთი სპექტაკლი დაედგათ, რომელშიც 100% ით მართალი იქნებოდა, მაგრამ.." - წერს წამყვანი თამუნა მუსერიძე და იმ ადამიანის კომენტარს აქვეყნებს, ვინც ქალბატონს იცნობს:

"ეე თქვენ შ*გ ხო არ გაქვთ? ვიცნობ ამ ქალს, ჩემთან მუშაობდა დამლაგებლად, მარშუტკის ფული არ ჰქონდა, რაის მანქანა. ძალიან ძალიან ძალიან ჯიგარი და კაი ადამიანია.. არ ვიცი რამდენი მისცეს ესეთი სცენისთვის, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დადგმულია!!! და ნუ აგინებთ", - წერს გოჩა ბართია.

გადაცემის ავტორი კი ინფორმაციას უარყოფს: "მივიდნენ მაგ ქალთან, ხელი გადახვიოს ისე, როგორც ნაცნობებს შეეფერებათ და ფოტო სოც.ქსელში ატვირთონ დამტკიცების მიზნით. ჰაერში გასროლილ კომენტარს ნუ აჰყვებით" - აცხადებს "სტოპ ხამის" ავტორი ლევან კენჭოშვილი "დრონი.ჯი"-სთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100