სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში საავადმყოფო გაანადგურეს - სარდაფში ჩარჩენილი პაციენტების ევაკუაცია ვერ ხერხდება

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში რუსმა ოკუპანტებმა ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ ტელეგრამარხზე დაყრდნობით, „უნიანი“ ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაა, ბევრი პაციენტი სარდაფში იმყოფება და მათი გამოყვანა ვერ ხერხდება.

„საავადმყოფოს სარდაფში რჩებიან პაციენტები - ავადმყოფები და მძიმედ დაჭრილები. მათი ევაკუაცია და სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლებელია, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის," - ნათქვამია ტელეგრამ არხ „სახალხო ხარკოვის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100