„აქ დაიღვრება სისხლიო...ლაპარაკი არც გაგრძელებულა, ატყდა ჩხუბი, ჩხუბს მოყვა სროლა“ – ზვიადაური მომხდარზე საუბრობს
თელავის რაიონულ სასამართლოში ოლიმპიურ ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური მომხდარზე პირველ კომენტარს აკეთებს. ის იხსენებს, როგორ მივიდა შემთხვევის ადგილზე და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები.
„ლაპარაკი არც გაგრძელებულა, ატყდა ჩხუბი, ჩხუბს მოყვა სროლა. მე ნათქვამი მაქვს გამოძიებისთვის, რომ როცა დავურეკე ჩემს ძმას და მითხრა, არ მცალიაო, დავურეკე ჯაბას სად ხარ-თქო. მითხრა, რომ ვარ წინანდალშიო. ამათ მოსვლიათ ჩხუბი. უცემიათ ჯაბა და მისი მეგობარი ამ ჯგუფს.
როგორც მითხრა, მცემესო, მითხრა სადაც იყვნენ. ზვიადი სად არის-თქო და აქ არისო. ახმეტიდან წავედი. რომ ავედი ადგილზე იყო ხალხი შეგროვებული ძალიან ბევრი. პირველ ნაკადს რომ ავცდი, 15-20 მეტრის ზემოთ დავინახე ჩემი ძმა და ესენი. მაგდენივე იყო ჩემის ძმის მხარესაც ალბათ.
ზემოთ იყვნენ, ვისთანაც მივდიოდი მე. რომ მივედი და გავაჩერე მანქანა, გადმოვედი, გადავკოცნე ჩემი ძმა, არ მენახა იმ დღეს. შევეკითხე რა ხდება-მეთქი. ქვემოთა მხრიდან დაიწყო ამეებმა საუბარი, ყვირილი, რომელიც დილით იყო, კონფლიქტში გადმოდიოდნენ წინ, აქ დაიღვრება სისხლიო. ამ ადამიანს ეკიდა ჩანთა და ხელი ჰქონდა ჩადებული. როგორც კი მივიდნენ ესენი, ლაპარაკი არც გაგრძელებულა, ატყდა ჩხუბი, ჩხუბს მოყვა სროლა და მოყვა ეს შედეგი”.
კომენტარი