სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღის ფოტო+ვიდეო: მუამორ კადაფი მოკლულია

რედაქციის გაფრთხილება: მასალას თანდართული ვიდეო შეიცავს სისასტიკის ელემენტებს. მისი ნახვა არაა მიზანშეწონილი ბავშვებისთვის და სუსტი ნერვული სისტემის მქონე ადამიანებისთვის.

მუამორ კადაფის სიცოცხლეც და კარიერაც სწორედ იქ დასრულდა, სადაც დაიწყო: ქალაქ სირტრში, მის მშობლიურ სოფელში იგი დაახლოებით ორი საათის წინ მოკლეს. პოლკოვნიკმა დადებული პირობა შეასრულა - ის ბრძოლაში მოკვდა. მისი გასისხლიანებული სახე, რომელიც გადამწყვეტი შეტევის წინ ვიდეოზე გადაიღეს, ყველა წამყვანმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა. მართალია, კადაფის მოკვლის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა: უკვე ცნობილია, რომ მოკვლის შემდეგ პოლკოვნიკის ცხედარი სირტრის მეჩეთში გადაასვენეს და მზის ჩასვლამდე, მუსულმანური წესის მიხედვით დაკრძალეს. ცნობილია იმ მეამბოხის ვინაობაც, რომელიც ლიბიის (არამარტო) ისტორიაში შევა: მან კადაფის კუთვნილი ოქროს პისტოლეტი იმის დასტურად მიისაკუთრა, რომ პოლკოვნიკი მართლაც მოკლა. პოლკოვნიკის მკვლელი 18 წლის მეამბოხე აჰმედ შაიბანი აღმოჩნდა.

რედაქციის გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს სისასტიკის ელემენტებს. მისი ნახვა არაა მიზანშეწონილი ბავშვებისთვის და სუსტი ნერვული სისტემის მქონე ადამიანებისთვის.

ბმული ვიდეოზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100