20 გარდაცვლილი და 1043 ინფიცირებული – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა 8 ივლისს
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 373 728 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 841 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 357 090-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 20 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 5 415 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 31 229 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 14 057 , PCR ტესტით 17 172.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,34%, ბოლო 14 დღის – 3,27%, ბოლო 7 დღის – 3,72%.
სულ აცრილია – 283 631, დღიურად აცრილია – 5 702.
კომენტარი