სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

20 წლის შემდეგ დედა „მკვდრეთით აღდგა“, რათა შვილისთვის ბინა წაერთმია

1998 წელს ივანოვას მკვიდრმა ირინა ბელოვამ დატოვა ახალშობილი ვაჟი არტური ბებიასთან და ბაბუასთან, თავად კი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა ისე, რომ არავინ იცოდა, თუ სად იმყოფებოდა ქალი. მასზე ძებნა გამოცხადდა, თუმცა ირინას კვალს ვერავინ მიაგნო. 10 წლის წინ ირინა მიცვალებულად გამოაცხადეს, რადგან ის არც ოჯახს, არც ნათესავებს და არც მეგობრებს შეხმიანებია, მისი კვალი კი არსად ჩანდა.

ირინა არა თუ ცოცხალი აღმოჩნდა, არამედ დაბრუნდა თავის მშობლიურ ქალაქში იმ ბინის მისაკუთრება უნდა, რომელიც ბებია-ბაბუამ მის ვაჟს დაუტოვა. ქალი არ დაინტერესებულა როგორ ცხოვრობდა არტური 20 წლის განმავლობაში. ბიჭი უკვე დაოჯახებულია, სახლში რემონტიც გააკეთა, მისი ცხოვრება წყნარად მიმდინარეობდა, თუმცა გამოეცხადა დედა და მოსთხოვა, რომ ბინა მასზე გადააფორმოს. ირინამ უთხრა, რომ ბიჭს შეეძლო ცოლთან ერთად სახლში დარჩენილიყო საცხოვრებლად, თუმცა ბინა ქალის სახელზე უნდა ყოფილიყო. თუმცა არტური და მისი მეუღლე დარწმუნებულები არიან, რომ ირინა ბინას გაყიდის და ისევ გაუჩინარდება. მათ „მკვდრეთით აღდგენილს“ უარი უთხრეს.

ამის შემდეგ ირინამ გადაწყვიტა, რომ სასამართლოს ძალით დაებრუნებინა ბინა. მან პირველ რიგში გააბათილა გარდაცვალების ცნობა და განაცხადა, რომ არ იცოდა ძებნაში თუ იმყოფებოდა, ამის შემდეგ საჩივარი შეტიანა სასამართლოში, სადაც საქმე ჯერ ისევ განხილვის რეჟიმშია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100