სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადამიანების 10 ყველაზე სამარცხვინო კატეგორია

ადამიანების ათი კატეგორია, რომლების მიმართაც, ვერასდროს განვეწყობი პოზიტიურად. ცოტა არ იყოს და სექსისტური გამომივიდა, მხოლოდ 1 კატეგორიაა მხოლოდ ქალებზე, დანარჩენები კაცებზე, რამდენიმე შეგვიძლია განვიხილოთ უნისექსად.

საბერძნეთში, იტალიაში წლობით სამუშაოდ გაშვებული ცოლების და დედების, ტელევიზორთან პულტით წამოწოლილი, მუქთახორა ქმრები და შვილები, აქეთ რომ უჩნდებათ პრეტენზიები, როცა თანხის გადმორიცხვას უგვიანებენ. პარალელურად, მუშაობა რომ ეთაკილებათ და კიდევ უფრო რომ უგრძელებენ ემიგრანტობის წლებს ამ ქალებს;

ფანატიკოსები, რომლებიც სასულიერო პირის მიერ წარმოთქმულ ყველა ფრაზას, სწორს თუ არასწორს – ბრმად რომ იზიარებენ, მღვდელმა დედა რომ გვაგინოს და ამაზეც რომ იტყვიან, „ალბათ ასე იყო საჭირო, მცირერიცხოვანი ერის გამრავლებაზე ზრუნავენო“. “ხბოს თავზე გამოსახულ ჯვრებსაც” მადლიანი კომენტარებით რომ აზიარებენ, ა.შ.

ვერ რეალიზებულივაჟკაცები – სამსახურში, ბირჟაზე, სამეგობროში დაჩაგრულები, სახლში მისულები ქალებზე და ბავშვებზე რომ იყრიან ჯავრს და გინებით თუ ცემა-ტყეპით წართმეულ მამაკაცობას რომ იბრუნებენ. პარალელურად, საძმოში, მანდილოსნების სადღეგრძელოს სკამზე შემდგარები რომ სვამენ ყანწით ხელში და სინდისი საერთოდ რომ არ აწუხებთ.

ყოფილი, მთელი ერის დამვაჟკაცებელი ქალები, ბოლოს რომ თხოვდებიან და მომენტალურად მორალისტები რომ ხდებიან, გარყვნილებას რომ გმობენ, სხვების ცხოვრებას განიხილავენ და თავზე ლამის ჩადრ მოხვეულები წმინდანებად რომ გვევლინებიან.

ქალების დამცველი ბაბულიკები – დედის ღირსებას კბილებით რომ იცავენ და ამ დაცვას რეფრენად სიტყვიერი ინცესტი რომ გასდევს (ჩემიდედამოვტყან), მაგალითად: „დედაჩემს წესიერად ელაპარაკე ჩემიდედაშევეცი“ და ამაყი დედაც გვერდით რომ უდგას ვაჟკაც შვილს და ბედნიერებისგან თვალები რომ უბრწყინავს;

გეი ჰომოფობები, დღე და ღამე გეების გინებაში რომ არიან, ადამიანებადაც რომ არ თვლიან და/ან რელიგიის სახელით გმობენ და პარალელურად ყველა სიმპატიურ ბიჭზე დორბლი რომ მოსდით.

სექსს დახამებული და უარის შემდეგ გაბოროტებულიჰორნიტიპები, ყველა უცხოელი ქალი ბოზი რომ ჰგონიათ, ქალებს, ვისთანაც სექსი აქვთ „ნაშა“ და „პასტაიანკათი“ მოიხსენიებენ და ცოლთან მხოლოდ „ყველი და პურის პოზაში“ რომ აქვთ სექსი (ქალი ქვემოდან, კაცი ზემოდან). ქალებიც აქვე, ყველა კაცი, ვინც სექსზე უარს ეტყვის – იმპოტენტი, ვაჟიშვილი, გეი და ა.შ. რომ ჰგონიათ.

ყოფილი ქმრები, კიდევ სამ ცოლს თუ საყვარელს რომ მოიცვლიან და პარალელურად ყოფილ ცოლს რომ დაჯარობენ, შვილის დედამ რამე არ იკადროს. შვილის მამა კაცია და არა უშავს, მხოლოდ დედამ უნდა მისცეს კარგი მაგალითი. რა იგულისხმება კარგ მაგალითში ეს კიდევ საკითხავია;

უტვინო დედიკოს ბიჭები, ხუთი ცოლი რომ ჰყავს და თითოეული დედის მოყვანილ-გაშვებული რომ არის, ან კიდევ, მემკვიდრეობით რომ ერგოთ ქონება, ბინა, მანქანა და ზემოდან რომ უყურებენ ხალხს, ვინც დღე და ღამე შრომობენ და მათ მონებად აღიქვამენ;

მედროვეები – მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე რომ გემეგობრებიან, ოდესღაც მოქკავშირელები რომ იყვნენ, მერე ნაცები რომ გახდნენ, მერე ქოცები და ახლაც რომ ელიან შედეგებს, რომელი მხარე დაიჭირონ. სამსახურშიც ყველას რომ გადაუვლიან, ოღონდ უფროსს „შეუძვრნენ“ და კომპლექსიანი და ვერ რეალიზებული უფროსის შემთხვევაში, ეს მეთოდი კარგად რომ მუშაობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100