"და ჩვენ რა ვქნათ მაინტერესებს?" - თიკა ჯამბურია აღშფოთებულია და ახალ რეგულაციებს აპროტესტებს
მომღერალი თიკა ჯამბურია კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო
შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
თიკა ჯამბურიას თქმით, შეზღუდვების დაწესება შოუბიზნესს აზარალებს და მომღერლები სამშაობს გარეშე რჩებიან.
"ჯერ
ხომ კონცერტები არ იყო და საერთოდ მომღერლები უსაქმურად იჯდნენ სახლში ,
ეხლა ძლივს კონცერტების სეზონი გაიხსნა 3 კონცერტი ბათუმში გაგვიუქმდა და
აქ დაგეგმილი კონცერტებიც უქმდება? და ჩვენ რა ვქნათ მაინტერესებს ??? აი
მართლა ხელოვნების დარგში ვინც მოღვაწეობს იმათმა რა ქნან?
არასოდეს არავინ ჩვენზე რატომ არ ფიქრობს?" - წერს თიკა ჯამბურია.
კომენტარი