სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაშავებული სამხედროები თბილისში გადმოჰყავთ - პირველი ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უწყების ცნობით, დაშავებული სამხედროების ზუსტი რაოდენობა, ამ ეტაპზე, უცნობია. ავტომობილში, დაახლოებით 20-დან 37-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ამ დროისათვის, დაშავებულები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები, თუმცა არსებული ინფორმაციით, დაშავებული რამდენიმე სამხედრო თბილისში გადმოჰყავთ. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია 3-4 სამხედროზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ლევან იზორია დედოფლისწყაროს საავადმყოფოში დაშავებული სამხედროების მონახულებასაც გეგმავს.

ავარიის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100