სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რა ცინიზმია" - კალაძის კომენტარი პეტრიაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა კახი კალაძე. მის ფეისბუქ სტატუსს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„კრიმინალი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად. მართლმსაჯულებას ვერც ბუკაზე თავდამსხმელი გაექცევა.

რა ცინიზმია ახლობლების საფლავებზე მისულ ადამიანებზე თავდასხმა....

ძალიან აღშფოთებული ვარ. მე ბუკას რეჟიმთან ბრძოლის პერიოდიდან ვიცნობ და ვმეგობრობ, ამიტომ ორმაგად მძიმე იყო იმის გაგება რაც მოხდა.

ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და ვისურვებ დამნაშავის უსწრაფესად დაკავებას.“ - წერს კალაძე პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100