"ეს იქნება საოცარი საღამო" – ჯეიმს ბლანტი ყველას მოგვესალმება!
„გამარჯობა, მე ჯეიმს ბლანტი ვარ!“ - ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბრიტანელი ვარსკვლავი სოციალურ ქსელში მისასალმებელ ვიდეო რგოლს ავრცელებს და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ 26 მაისს, ფესტივალზე „დამოუკიდებლობის დღე“ თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე (ლოკომოტივი) გვიმღერებს.
მომღერალი და კომპოზიტორი სიმღერებს მისი ბოლო ალბომიდან „Afterlove“ შეასრულებს. ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live.
„ეს იქნება საოცარი საღამო“ - ჯეიმს ბლანტის თაყვანისმცემლებს შესაძლებლობა ეძლევათ ცოცხლად მოუსმინონ ყველა მათ საყვარელ ჰიტს, მომღერლის ბოლო სინგლის “Love Me Better“-ის ჩათვლით.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე. ის, ვინც 31 იანვრის ჩათვლით შეიძინა ფესტივალზე დასასწრები ბილეთი, სპეციალურ გათამაშებაში მოხვდა - ჯეიმს ბლანტი საქართველოში ფანებთან შეხვედრას გეგმავს, 30 იღბლიანი კი სწორედ, ამ გათამაშებიდან შეირჩევა და შეძლებს პირადად გაიცნოს საყვარელი მომღერალი.
https://www.youtube.com/watch?v=uAjuNGJKRs8&feature=youtu.be
კომენტარი