რისთვის გადაუხადა ივანიშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს რამდენჯერმე მადლობა?
“არ მგონია შეშლოდა ჩემი გვარი! კარგად უნდა იცოდეს! არაერთხელ შემოუთვლია მადლობა ბერას გადაცემაზე (ბერამ გადმომცა პირადად) (რამდენჯერმე ირაკლიმაც მითხრა ღარიბაშვილმაც! ) და უთქვამს, რომ ჩემს გადაცემაში ბერას პირველი გამოჩენა სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო! (ესეც ღარიბაშვილისგან ვიცი) ბიძინას სავარაუდო წამყვანობაზე არცერცერთ ნანუკას შოუში არ მისაუბრია! ან თქვას რომ იცრუა! ან აღიაროს რომ შეეშალა გვარი წამყვანის!
P.s. პოსტი დავდე ფბზე და გავიგე GDS თანამშრომლებისგან, რომლებიც მარმწუნებდნენ რა მაგარი არხი ხდებოდა GDS იმიტომ რომ იქ ბიძინა გადაცემას იწყებდა და უფრო მეტიც! ისიც კი მითხრეს რა ერქმეოდა გადაცემას! სტუდიაც კი სავარაუდოდ როგორი იქნებოდა!!!” – ასეთი კომენტარი გააკეთა ნანუკა ჟორჟოლიანმა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებაზე.
შეგახსენებთ რომ კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტევიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი შესაძლო ჟურნალისტობის შესახებ არსებული ინფორმაცია საზოგადოებას ნანუკა ჟორჟოლიანმა გააცნო.
"რაც შეეხება ჩემს სავარაუდო ჟურნალისტობას, სხვათა შორის, ეს თემა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის - მეც (იცინის). სავარაუდო ჟურნალისტობაზე აბსოლუტურად განსჯის სახით ვესაუბრებოდი ვიღაცას და მეორე დღეს ჟორჟოლიანმა ეს ტელევიზიით გადმოსცა. არ ვიცი, რა და როგორ არის... ისე, შეიძლება, მართლაც მოხდეს ისე, რომ მე გადაცემის თანაწამყვანი და ჟურნალისტი ვიყო. თუმცა, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ. სულ ორი-სამი დღის დაწყებული იყო ეს საუბრები და უეცრად ეს ამბავი ტელევიზიით გადმოსცეს, რამაც გამაოცა. ვიმეორებ - შესაძლოა, ასეც მოხდეს, ოღონდ დაბალი ალბათობით", - განაცხადა ივანიშვილმა.
კომენტარი