სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოსმოვიზია - კოსმოსური ტელევიზია

კოსმოვიზია, კოსმოსური ტელევიზია — სატელევიზიო მაუწყებლობის ქსელით, კოსმოსურ სივრცეში ან სხვა პლანეტის ზედაპირზე მოთავსებული კოსმოსური აპარატის ბორტიდან, გამოსახულებას უშუალოდ გადასცემს და იღებს.

გამოსახულების რადიოსიგნალებს ღებულობს დედამიწის რადიოსადგური, გადასცემს ტელეცენტრს, საიდანაც ხდება მისი რეტრანსლაცია ევროპის, ამერიკისა დ აზიის ქვეყნების სატელევიზიო ქსელებით.

კოსმოვიზიას საფუძველი ჩაეყარა 1962 წლის აგვისტოში, კოსმოსური ხომალდების „ვოსტოკ 3-ისა“ და „ვოსტოკ 4-ის“ ბორტებიდან ტელეგამოსახულების გადაცემის შემდეგ. კოსმოვიზიის უფრო მეტი სიშორე 1968 წლის დეკემბერში იქნა მიღწეული „აპოლონ 8-ით“, მთვარის გარსშემოფრენისას გადაცემული გამოსახულებით. „აპოლონ“ -ის ბორტზე ასტრონავტები ბორმანი, ლოველი და ანდერსონი იმყოფებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100