"მერაბ კოსტავა - საბჭოთა რეჟიმის ციხეში. მიხეილ სააკაშვილი - ოლიგარქიული რეჟიმის ციხეში" - გიორგი კაპანაძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
გიორგი კაპანაძე სალომე ზურაბშვილს ურჩევს, არ მიიღოს მონაწილეობა მესამე პრეზიდენტის მკვლელობაში.
"მერაბ კოსტავა - საბჭოთა რეჟიმის ციხეში.
მიხეილ სააკაშვილი - ოლიგარქიული რეჟიმის ციხეში.
Salome Zourabichvili შეხედეთ ამ ფოტოს, კარგად დააკვირდით მის შინაარსს და იმოქმედეთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.
სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili ნუ მიიღებთ მონაწილეობას, თქვენი უმოქმედობით, მესამე პრეზიდენტის მკვლელობასა და ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული მომავლის მოსპობაში", - წერს გიორგი კაპანაძე.
კომენტარი