საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა ბულგარელებს სძლია – 3:2
17 წლამდელ ფეხბურთელებს შორის ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-8 ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთს 3:2 სძლია.
შეხვედრა მოლდოვაში, ტერნოვკას სტადიონ "დინამო ავტოზე" ჩატარდა.
ნაკრები გუნდების შემადგენლობა ასეთი იყო: საქართველო - ადამია, გაბაძე, ნიკა ჭანტურია, ჩაკვეტაძე, გოროზია (დვალი, 52), აბურჯანია (კ) (ცინცაძე,41), პაპუნაშვილი, რომან ჭანტურია (კერძევაძე, 72), ახვლედიანი, მაჭავარიანი, ჭეჭელაშვილი. მთავარი მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე.ბულგარეთი: კიტანოვი, მიტსაკოვი, ილიევი, კალპაკლიევი, პეტკოვი, კოლევი (კ), მინჩევი (ანგელოვი, 58), დრიანოვი, მიხაილ ორაჩევი, მიკი ორაჩევი (მაიმუნკოვი, 76), ჩობანოვი (ვასილიევი, 58), მთავარი მწვრთნელი - ალექსანდრ დიმიტროვი.
გოლები: 0:1 პეტკოვი (17), 1:1 ჭეჭელაშვილი (19, პენ.), 2:1 ახვლედიანი (23), 3:1, პაპუნაშვილი (69), 3:2 პეტკოვი (71).
გაფრთხილება: კალპაკლიევი (19), ნიკა ჭანტურია (70), ახვლედიანი (77), ილიევი (80), ჩაკვეტაძე (80).
მთავარი მსაჯი: კლეიტონ პიზანი (მალტა).
კომენტარი