სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მომიტინგეთა პირველი სამიზნე: საზოგადოებრივი მაუწყებელი

თავისუფლების მოედანზე მიტინგის დასრულების შემდეგ, წინასწარი დაპირების მიუხედავად, მომიტინგეებისთვის დეტალური სამოქმედო გეგმა არ გაუცვნიათ. რამდენიმე გამომსვლელის სიტყვის შემდეგ წაიკითხეს მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, მიტინგის დასასრულს კი ირაკლი ბათიაშვილმა ხალხს საზოგადოებრივი ტელევიზიის მიმართულებით მსვლელობისკენ მოუწოდა.

თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა უკვე დაიწყო. შესაძლოა, სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაცხადდეს "სახალხო კრების" სამოქმედო გეგმა, ჯერჯერობით კი ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ "სახალხო კრების" ლიდერები საზმაუსგან მიტინგების პირდაპირ ეთერში გადაცემას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მიტინგი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა "მაესტროზე", "მეორე არხზე" და რამდენიმე რადიოარხზეც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100