სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ დილიდან მუშაობა განაახლა

მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ დღეს დილიდან მუშაობა განაახლა. მატარებლების მიმოსვლა 06:00 საათიდან აღდგა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც გუშინ ჭერი ჩამოინგრა და შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ, გასუფთავებული და მოწესრიგებულია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შდეგად 14 მოქალაქე დაშავდა. ამ დროისთის საავადმყოფოებში მკურნალობას 13 მათგანი განაგრძობს. ნაწილს ტვინის შერყევა, ნაწილს კი კიდურების მოტეხილობა აღენიშნება. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100