სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამეგრელო-ზემო სვანეთში დაბადებულ ახალშობილ ბიჭუნას ლაზიკას არქმევენ

დღეს დილით დაბადებულ ბიჭუნას მშობლები ლაზიკას დარქმევას უპირებენ, - ამის შესახებ „დრონი.ჯი“-მ ექსკლუზიური ინფორმაცია თვითონ იმ სოფლიდან მიიღო, სადაც დღეს, 28 თებერვალს, დიხამინჯიების ოჯახში ახალი წევრი დაიბადა. სოფელი, სადაც ბიჭუნა დაიბადა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს.

ზემოთხსენებული სოფლიდან ოჯახის ნათესავმა „დრონი.ჯი“-ს შეატყობინა, რომ დიხამინჯიების ოჯახში ბიჭუნა პირველი შვილია და მშობლებს მისთვის ლაზიკას დარქმევა თავიდანვე ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუმცა, ეს იდეა მხოლოდ მისი დაბადების შემდეგ გაახმიანეს.

ამავე დროს, წყარომ ისურვა, არ დასახელებულიყო რაიონი და სოფელი, ასევე მშობლების ვინაობა და მხოლოდ გვარის მითითებაზე დათანხმდა. რაიონისა და სოფლის მითითებაზე უარის მოტივად მან ის დაასახელა, რომ სახელი ბიჭუნასთვის ჯერ ოფიციალურად არ დაურქმევიათ.

„ამ სახელის დარქმევის იდეამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია თვითონ ოჯახის წევრებშიც, ამიტომ ბიჭისთვის ლაზიკას დარქმევა ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის“, - თქვა მან.

იმ შემთხვევაში, თუკი ახალშობილს ამ სახელს დაარქმევენ, საქართველოში რეგისტრირებული ლაზიკა დიხამინჯია პირველი იქნება ქვეყანაში, რომელიც მომავალში ასაშენებლად დაანონსებული ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის „სეხნია“ გახდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100