ესპანეთის მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა, 18 კი დაშავდა
ესპანეთის მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 89 წლის ქალი ემსხვერპლა, ხოლო 18 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ესპანეთის საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ხანძარი სამშაბათს სევილიაში, ერთ-ერთი მოხუცთა თავშესაფრის, მე-3 სართულზე გაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებმა უსახლკაროდ დარჩენილ მოხუცებს თავშესაფარი შესთავაზეს, რადგან ისინი იძულებულები იყვნენ, რომ საცხოვრებელი დაეტოვებინათ.
კომენტარი