56 წლის კვენტინ ტარანტინო პირველ შვილს ელოდება
ყველაზე ექსცენტრიული რეჟისორი კვენტინ ტარანტინო 56 წლის ასაკში პირველ შვილს ელოდება - მისი 35 წლის მეუღლე დანიელა პიკი ორსულადაა.
როგორც გამოცემა People იუწყება, წყვილი ამ ამბავმა უზომოდ გაახარა. შეგახსენებთ, რომ ტარანტინომ და პიკმა 2018 წლის ნოემბერში იქორწინეს, თუმცა ერთმანეთს 2009 წლიდან იცნობენ, ურთიერთობა კი 2016 წელს დაიწყეს. 2017 წელს რეჟისორმა ცოლობის შეთავაზება გააკეთა და თანხმობაც მიიღო.
კომენტარი