სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედების სამი ტიპი, რომლებიც პოტენციურ მკვლელებს ზრდიან

ძალადობისა და კრიმინალისკენ მიდრეკილება უმეტეს წილად წარსულში მიღებული ტრავმების გამო უჩნდება ადამიანს, რაც ძირითადად ბავშვობასა და მოზარდობის ასაკს უკავშირდება. ბირმინჰემის უნივერსიტეტის კრიმინალისტმა ელიზაბეთ არდლიმ კი უფრო დაზუსტებითი მაგალითებით ახსნა ეს ყველაფერი და დაასახელა დედების სამი ტიპი, რომლებიც მომავალ შვილებს პოტენციურ მკვლელებად ზრდიან. ელიზაბეთმა ისინი სამ კატეგორიად დაყო:

ანტი დედები

ასეთი დედები ბავშობაში ძალიან იჩაგრებოდნენ მშობლების მხრიდან. მათ ყოველთვის ცუდად ექცეოდნენ და ხშირად ხდებოდნენ ძალადობის მსხვეპლნიც კი. აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ არ დამესგავსონ საკუთარ მშობლებს და შვილებს ისეთი ტკივილი არ მიაყენონ, როგორიც თავად აქვთ გამოვლილი, ურჩევნიათ თვითონ დაზარალდნენ, ვიდრე ოჯახის წევრს ატკინონ გული. შედეგად, ანტი დედები ზედმეტ თავისუფლებას აძლევენ შვილებს, რაც ბავშვობაში თავად აკლდათ და ხშირად ცუდი საქციელისთვის არც კი სჯიან მათ. ასეთი მიდგომა ბავშვსა და მოზარდს ძალიან აფუჭებს, ისინი ქმნიან გარკვეულ ბარიერებს, ცხოვრობენ საკუთარი წესებით და ჰგონიათ, რომ ყველაფერი ეპატიებათ, რაც არ უნდა ჩაიდინონ.

მოძალადე დედები

ისინი შვილის თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებენ, ცდილობენ ყველაფერში ჩაერიონ, უნდათ, საკუთარი აზროვნებითა და მიზნებით აცხოვრონ შვილები. ყოველივე ეს კი მოძალადე დედების ბავშობაში გადატანილი ტრავმების გამო ხდება. ისინი ძალიან ხიფათიანები იყვნენ, ხშირად მოსდიოდათ ჩხუბი მეგობრებთან, დაუშვიათ უამრავი შეცდომა და ახლა სურთ, თავიანთი შვილები ყოველივე მსგავსი ფაქტებისგან დაიცვან. თუმცა, ასეთ დროს ბავშვებს უჩნდებათ გარკვეული კომპლექსები და ბრაზი, პროტესტი ყველაფრის მიმართ, რაშიც უდიდესი წვლილი დედების გადამეტებულ აქტიურობას მიუძღვის.

პასიური დედები

ასეთი ტიპის დედები ცხოვრობდნენ ყველა წესის დაცვით, არ აშავებდნენ, არ იქცეოდნენ ცუდად, რადგან მათთვის მნიშვნელოვანი სხვისი აზრი იყო. სწორედ ამიტომ, როცა მათი ბავშვი ატირდება, ცდილობს რომ მარტო დატოვოს ის იმ აზრით, რომ პატარა თავად დაწყნარდება, თუ ყურადღებას არავინ მიაქცევს. პასიური დედები ცდილობენ ყოველთვის შეინარჩუნონ სიწყნარე, რათა სხვის თვალში ამაღლდნენ, ამიტომ არ უბრაზდებიან შვილს, აქვთ საკუთარი პრინციპები და ჰგონიათ, რომ ბავშის ასე გაზრდა მას უფრო დამოუკიდებელს გახდის. ისინი შვილს ყველა ასაკში ექცევიან ისე, როგორც ზრდასრულს, ცუდი ამბის შემსუბუქებით გადმოცემასაც არ ცდილობენ, რადგან ფიქრობენ, რომ ბავშვი თავიდანვე უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სამყარო არც ისეთი ვარდისფერია. ეს ყველაფერი კი ბავშვის ფსიქოლოგიას ძალიან აზიანებს, რაც მომავალში მის უხეშ დამოკიდებულებას გამოიწვევს ყველაფრის მიმართ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100