სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში - უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსნელია

დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში - უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსნელია და­ვით (დუდუ) და­დი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 21 წელი გა­ვი­და. ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­დი­ა­ნის პი­რად ნივ­თებს და ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს. ის­ტო­რი­კო­სი წერს, რომ მისი ნივ­თე­ბი ზუგ­დი­დის და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლეს გა­დას­ცა, მისი ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად. "ძა­ლი­ან დიდი უსა­მარ­თლო­ბაა დუდუ და­დი­ა­ნი ცო­ცხა­ლი რომ არ არის! ის ჩვენს შო­რის რომ არ და­ა­ბი­ჯებს, ესეც დიდი ტკი­ვი­ლია! სა­ჯი­შე ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი სახე იყო! ეს დღე­ე­ბია დუდუ ხში­რად მახ­სენ­დე­ბა და ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა რომ მისი ოქ­როს­ფე­რი სახე, ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა ჩვენს შო­რის არ ანა­თებს. ღმერ­თმა აცხო­ნოს დუდუ და­დი­ა­ნი იქ, სა­დაც არის! მახ­სოვს, ამ ქვეყ­ნი­დან რომ წა­ვი­და, მისი ნივ­თე­ბი, ფო­ტო­ე­ბი, სპორ­ტუ­ლი სა­მო­სი და ბლოკ­ნო­ტიც კი შე­ვაგ­რო­ვე და ზუგ­დი­დის და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლეს გა­და­ვე­ცი, ეს სიძ­ვე­ლე­სა­ცა­ვი ინა­ხავს ახლა მის ხსოვ­ნას სა­უ­კუ­ნოდ..." - წერს გი­ორ­გი კა­ლან­დია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100