სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 25 მარტს ქუთაისში დღის განმავლობაში მცირე ნალექს პროგნოზირებენ. დღისით +11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +9 გრადუსსა და ნალექს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღის განმავლობაში +9 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსია დაფიქსირდება. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9, ღამით კი +4 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია წვიმა. მცირე ნალექია მოსალოდნელი სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოთოვს. დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმას ვარაუდობენ ჭიათურაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ახალციხეშიც. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია ნავარაუდები. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

მცირე ნალექია მოსალოდნელი გორში. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ცხინვალშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მოთოვს. +1 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. თოვლია ნავარაუდევი ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამე კი -9 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. +10 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

რუსთავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. +13 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი. დროგამოშვებით ნალექს პროგნოზირებენ თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100