სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

8 თვის ჩვილს "ფეჩი" ესროლა, ამბობდა, ბავშვი ჩემი არ არისო - რას ჰყვებიან გურჯაანში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

გურჯაანში, 8 თვის ჩვილის გარდაცვალების შესახებ ოჯახის მეზობლები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ბრალდებულმა ცოლს ჩამქრალი ღუმელი ესროლა, რომელიც 8 თვის ბავშვს მოხვდა, რის შედეგადაც, ბავშვი გარდაიცვალა.

მათი თქმით, სახლიდან ჩხუბის ხმა მუდმივად ისმოდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ დაკავებული სვამდა და ცოლ-შვილს ხშირად სცემდა.

"სულ ჩხუბი და კონფლიქტი ჰქონდათ. მე როცა აქ მოვდიოდი, ხალხი სულ გარეთ იყო, ვიკთხავდი, რა ხდება - მეზობლები მეტყოდნენ, რომ ჩხუბობენ, ცოლს სცემა, ბავშვებს სცემა, ბავშვები სხვების ეზოებში და ბოსტნებში გარბოდნენ დასამალად. "ფეჩი" ესროლა ბავშვსო, მე ასე გავიგე. ცოლს სცემდა და ამბობდა, ბავშვი ჩემი არ არისო. როგორც ვიცი პოლიცია არ რეაგირებდა სათანადოდ. აქამდე რომ ყურადღება მიექციათ, ბავშვი არ შემოაკვდებოდა, ბავშვები მასთან არ უნდა დაეტოვებინათ" - ამბობს ერთ-ერთ მეზობელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100