ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, მიმალული გ.ჯ. ბერას მეგობრის დისშვილია
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებამ დღეს გ.ჯ.-ს მიმალვის ხელშეწყობისათვის და გ.შ. და ზ.წ. დააკავა.
დრონი.ჯი-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, რომ ამჟამად მიმალვაში მყოფი გ.ჯ. რომელმაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა და რომელიც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა არის დისშვილი სერგი და ვანიკო ნაკაიძეების.
სანდო წყარო ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გ,ჯ-ს ბიძა ის სერგი ნაკაიძეა, რომელიც ბერა ივანიშვილთან მეგობრობს.
„ის მეორე დათესილი მკვლელი, სერგი და ვანიკო ნაკაიძეების დისშვილია. სერგი ნაკაიძე და ბერა ივანიშვილი ძმაკაცობენ. სერგი პროდუსერია და ვარსკვლავები საქართველოში სულ მას ჩამოჰყავს“- განაცხადა ჩვენთან საუბარში სანდო წყარომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 4 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს მოქალაქეები თ.კ., გ.შ. და ზ.წ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ.-სთვის, ასევე, მისი შვილების - ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის.
რაც შეეხება მოქალაქეებს - ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, მათ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა, გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე.
კომენტარი