სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 17% ხმას ”ქართულ ოცნებას” მისცემდა, 13% - ”ნაციონალურ მოძრაობას

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 17% ხმას ”ქართულ ოცნებას” მისცემდა, ხოლო 13% - ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

ამავე კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 38%-მა არ იცის, 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 5% არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 4% - მოძრაობას ”სახელმწიფო ხალხისათვის”, 3% - „პატრიოტთა ალიანსს“, ხოლო სხვა პარტიებს - 7%.

სხვა პარტიებში კი შედიან: ”თავისუფალი დემოკრატები”, ლეიბორისტული პარტია”, ”დემოკრატიული მოძრაობა”, ”გირჩი”, რესპუბლიკური პარტია”, ”თავისუფალი საქართველო”, ”ქართული პარტია”, ”ეროვნული ფორუმი”, ”კონსერვატიული პარტია”, ”ქართული დასი”, ”მრეწველები”, ”მემარცხენე ალლიანსი” და ”ახალი მემარჯვენეები”.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტურმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100