სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე „მოდური“ მამაკაცები თეთრ ტრუსებსა და გამჭვირვალე შავ კაბას ატარებენ (ფოტო)

მოდის სამყარო უკვე შეეგუა ეპატაჟურ მარკ ჯეიკობსს და მისი სტილი ამ ბოლო დროს თითქოს უყურადღებოდაც კი რჩებოდა. სწორედ ამიტომ, მსოფლიო მასშტაბით ცნობილმა დიზაინერმა საზოგადოების ყურადრების მიქცევა კვლავ სცადა და ეს წარმატებულ ნაბიჯადაც კი შეგვიძლია ჩავთვალოთ.

სწორედ ამიტომ, დიზაინერი ერთ-ერთ ცერემონიალზე სახელწოდებით, Met Bell, თეთრი ტრუსებითა და გამჭვირვალე შავი კაბით გამოცხადდა.

დილით კი სრულიად მედიასივრცე მხოლოდ დიზაინერზე საუბრობდა და არავის აღარ ახსოვდა არც თავად ცერემონიალი და არც მისი ჩატარების არსი...

ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი სეტ მაიერსი დიდხანს ემზადებოდა CFDA Awards-ის დაჯილდოვებისთვის და ცერემონიალზე ეს უკანასკნელიც ჯეიკობსის მსგავსად გამოწყობილი გამოცხადდა. არავინ იცის ეს იყო სენსაცია, პაროდია თუ პლაგიატი!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100