სასწაულის შემოქმედი: საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელი, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა - ვინ არის ერვე რენარი და როგორ მოაგებინა გუნდს ვარსკვლავებით სავსე არგენტინასთან
სასწაულის შემოქმედი: საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელი, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა - ვინ არის ერვე რენარი და როგორ მოაგებინა გუნდს ვარსკვლავებით სავსე არგენტინასთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს არგენტინის ეროვნული ნაკრები, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, საუდის არაბეთთან 1:2 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკელები თავდაპირველად ლიონელ მესის გოლით დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში 5 წუთში ორი გოლი გაუშვეს და დარჩენილ დროში წონასწორობის აღდგენა ვეღარ მოახერხეს. მატჩის ერთ-ერთი გმირი საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელი ერვე რენარია, 54 წლის ფრანგი სპეციალისტი, რომელმაც ევროპაში წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა ევროპიდან წასვლი შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. საერთოდაც, რენარს სპეციფიკური კარიერა აქვს. მან არა მხოლოდ დაბალი დონის ფრანგულ ლიგებში მოასწრო მუშაობა, არამედ, ჩინეთსა და ვიეტნამშიც წვრთნიდა ფეხბურთელებს. მწვრთნელის რანგში პირველი ნაბიჯები ფრანგულ "დრაგინიანში“ გადადგა, სადაც არცთუ ისე შესაშური ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. თუმცა თავდაპირველად, მწვრთნელი მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე იყო - პარალელურად დამლაგებლად მუშაობდა, მოგვიანებით კი საკუთარი კომპანია დაარსა, რომელიც სამრეწველო სისუფთავეზე ორიენტირდებოდა. მწვრთნელობას ხალიჩის წმენდას, ფანჯრების რეცხვასა და ნაგვის გატანას უთავსებდა, მაგრამ ნელ-ნელა ბიზნესიც გაიზარდა. "არ მრცხვენია იმის, რასაც ვაკეთებდი. ეს ბევრად რთული საქმე იყო, ვიდრე ფეხბურთელობა. 4-5 საათი მეძინა ხოლმე, ასეთი ცხოვრების რითმი 8 წლის განმავლობაში მქონდა", - გაიხსენა რენარმა.
კომენტარი