ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
5 მაისი, 2020- საქართველოს ბანკისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსის განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე: https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-graduate-student-program-announcement/. აპლიკაციების მიღება 2020 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება.
ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს
აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას. აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტთან ერთად ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადამფინანსებელია საქართველოს
ბანკი, განათლების საერთაშორისო ცენტრი და ჯორჯია კაპიტალი.
პროგრამის თანადაფინანსება საქართველოს ბანკის მხრიდან გულისხმობს, თანხის გამოყოფას ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. წარმატებული სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა განაგრძოს ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან საინჟინრო მიმართულებით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აშშ –ში მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება.
„საქართველოს ბანკის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს საუკეთესო განათლება. ამ მიზნით ბანკი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, აქტიურად არის ჩართული სასტიპენდიო თუ საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერაში. აშშ მთავრობასთან ერთად ფულბრაიტის სტიპენდიის დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ყოველწლიურად ნიჭიერ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ დაფინანსება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე. ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშშ-ში უკვე გაემგზავრა 6 საუკეთესო სტუდენტი. აღნიშნული რიცხვი მომავალშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება “,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის:
კომენტარი