სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზი მარიონეტები კოდორში ტურიზმის განვითარებას გეგმავენ

რამდენიმე წლის წინ ქართველების მიერ კეთილმოწყობილ პატრიორულ ბანაკში რუსეთი ამჟამად "ტურიზმს ავითარებს".

როგორც "პირWელს" კოდორის ხეობიდან სარწმუნო წყარომ აცნობა, თავად ხეობაში განთავსებული შენობა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ტურისტულ ცენტრად გადააკეთა, რომლითაც აფხაზი და რუსი ტურისტები აქტიურად სარგებლობენ.

ცნობისთვის, აღნიშნული ბაზა, რომელიც ადრე ტურბაზად იწოდებოდა, 2008 წლის ომამდე ადგილობრივმა მთავრობამ კეთილმოაწყო და იგი ქართველ "პატრიოტებს" აქტიურად მასპინძლობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბაზა რუსმა სამხედროებმა დაიკავეს, ამ დროისთვის კი შენობა სამხედროებისგან გათავისუფლდა და ისინი ტურისტებმა ჩაანაცვლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100