სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„უთხარი ჩვენს შვილს, რომ ის ძალიან მიყვარდა“ - დედის ემოციური წერილი სუიციდის წინ

26 წლის ჯესიკა კაუდერმა თავის ყოფილ მეუღლეს თვითმკვლელობის წინ წერილი გაიგზავნა: „იმედია ეტყვი ჩვენს ვაჟს ლეოს, რომ ის ძალიან მიყვარდა, ძალიან გთხოვ, უთხარი ეს“.

ჯესიკას ვაჟი მამასთან იზრდებოდა, მას შემდეგ, რაც ფსიქიკური აშლილობის გამო ქალს შვილი ჩამოართვეს. მისი სიცოცოხლის უკანასკნელი წლები საკმაოდ მძიმე იყო - 2013 წელს ჯესიკას ორსული და გარდაიცვალა, რაც ქალისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა. ამის შემდეგ ჯესიკა ალკოჰოლდამოკიდებული გახდა. 2017 წლის მარტში ლეო მამასთან გაგზავნეს, რადგან ექიმებმა ქალს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობა დაუნიშნეს. წამლებმა მისი მდგომარეობა ვერ შეამსუბუქა.

როგორც გარდაცვლილის დედამ განაცხადა, ჯესიკა ლეოს გარეშე განადგურებული იყო. სუიციდამდე რამდენიმე კვირით ადრე ის ისევ მიეძალა ალკოჰოლს.

„მას ძალიან ენატრებოდა ლეო, უნდოდა ენახა ის. ჯესიკა და მისი ვაჟი და-ძმასავით იყვნენ - ბურთს თამნაშობდნენ, დარბოდნენ, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ“ - აღნიშნა ელეინ ლეველინმა, გარდაცვლილის დედამ.

ჯესიკას ცხედარი მისსავე საცხოვრებელ სახლში იპოვნეს. მისი სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილის მეგობარმა მამაკაცმა გადაწყვიტა ლეოსთვის ეთქვა, რომ დედას ვეღარასდროს ნახავდა. როდესაც ბიჭმა ამ ტრაგედიის შესახებ გაიგო, ძალიან ემოციური წერილი დაწერა და საფლავზე დაუტოვა: „დედიკოსთვის - მე შენ ყველაზე ძლიერ მიყვარხარ, დედა! შენი ლეო“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100