სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში მომხდარი თვითმკვლელობის ახალი დეტალები - რას ყვება დრონი.ჯი-სთან ოჯახის ახლობელი

ქუთაისში, საკუთარ სახლში მეათეკლასელი გოგო ფარდის საკიდზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

შემთხვევა გუშინ ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში, საფიჩხიაზე მოხდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

დრონი.ჯი-მ ოჯახის ახლობლისგან გაიგო, რომ გოგონას მამას 3 წლის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაუსრულებია.
„თოფს წმენდდა და ოთახში რომ შევიდნენ ოჯახის წევრები, გაუვარდაო ამბობენ , მაგრამ გარდაცვლილის ყოფილი ცოლი ამტკიცებს კი არ გაუვარდა ძალით გაისროლა და თავი მოიკლაო“.

ყოფილი ცოლი იმიტომ, რომ ოჯახის ახლობლის თქმით, გარდაცვლილის დედა თურქეთში წასულა და გათხოვილა, რაც ქმარს ვერ გადაუტანია და სწორედ ამას გამოუწვევია თვითმკვლელობა.

ასევე ქუთაისის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე მივიდნენ ახლობლებთან საუბარში ამბობენ, რომ გოგონამ თავი ჩამოიხრჩო და არცერთმა ოჯახის წევრმა არ იცის მიზეზი, თუ რატომ მოიკლა გოგონამ თავი.

ასევე მიზეზი უცნობია თავად დედისთვისაც, რომელიც თურქეთიდან ჩამოიყვანეს იმ მიზეზით რომ მამამისი იყო, ცუდად, სინამდვილეში კი შვილის ამბავი დაუმალეს.

გოგონა ქუთაისის 22-ე სკოლაში სწავლობდა და ის საუკეთესო მოსწავლე იყო.

მეზობლების განცხადებით, შემთხვევის დროს სახლში გოგონას ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, სავარაუდოდ ბებია და ბაბუა. გარდაცვლილი მამის დედ-მამასთან ერთად ცხოვრობდა.

16 წლის გოგონა ექსპერტიზის ბიუროში ჰყავთ გადაყვანილი და მას ექსპერტიზა უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100