სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავტომობილების მომავალი ანუ მანქანა მძღოლის გარეშე მერსედესისგან

თვითმართვადი ავტომობილების წარმოება 2020 წლამდე დაიწყება. ამ ინფორმაციას მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი უდიდესი გერმანული კონცერნი “Daimlerოფიციალური განცხადების სახით ავრცელებს.

პირველი ავტომობილი „Mercedes Benz S 500 Intelligent Drive“ რომელიც მძღოლს არ საჭიროებს კომპანიამ უკვე წარმოადგინა ფრანკბურტის ავტოგამოფენაზე. აღნიშნულმა ავტომობილმა უკვე გაიარა ტესტირება და გერმანიის ქალაქებს მანგეიმსა და პფორცხაიმს შორის არსებული მანძილი 100 კილომეტრი, მძღოლის გარეშე გაიარა. თუმცა ავტომობილის შემქმნელები განმარტავენ, რომ აღნიშნული ფუნქციის დახვეწასა და თვითმართვადი ავტომობილების წარმოების დასაწყებად რამდენიმე წელიწადია საჭირო.

თვითართვადი ავტომობილის პირველი მოდელი ასევე აღჭურვილია შემდეგი ფუნქციებით: ფარების დამოუკიდებლად ჩართვა-გამორთვის ფუნქცია, მანქანის მობრუნების ფუნქცია და ფეხით მოსიარულეებისა და ველოსიპედისტების აღქმის ფუნქცია. მისი შემქმნელების განცხადებით ახლა მიმდინარეობს მანქანის მიერ ექსტრემალური სიტუაციების აღქმისა და მათი დაძლევის ფუნქციის შემუშავება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100