მსხვერპლთშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები – პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი წესებს არ იცავს.
მისი თქმით, დღეს ქელეხები უკვე მსხვერპლთშეწირვას ემსგავსება.
„მსხვერპლთშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები. მე ვიცი კონკრეტული მაგალითები, რასაც ვერ დავასახელებ. ქელეხის შემდეგ მსხვერპლი შეწირეს გარდაცვლილს და კიდევ ერთი ადამიანი კორონათი დაიღუპა. ეს ახლახანს მოხდა ერთ-ერთ რაიონში“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის რიცხვმა თითქმის 3 ათასს მიაღწია. დღეს ინფიცირების მაჩვენებელი 2 616 იყო. დადებითობის დღიური მაჩვენებლი კი 7.19 %-ია.
კომენტარი