სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა და გზა გადაკეტა

სოფელ ხუნევში, რიკოთის მონაკვეთზე, მეოთხე გვირაბთან მიწის მასა ჩამოწვა. – ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, „ამ წუთებში, გზა გაწმენდილია, თუმცა არსებობს მიწის ჩამოშლის საფრთხე, უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გზა გადაკეტილია და მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები.“- ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

ამ ეტაპზე, დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთისკენ გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ზესტაფონი – საჩხერე – ჭიათურის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რიკოთის მონაკვეთზე აღმოსავლეთ – დასავლეთის ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100